სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
მათ შორის აღსანიშნავია, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სერია.
„დედა ენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღე რიონის საჯარო სკოლის ფილოლოგიის კათედრის პედაგოგებმა - ლიკა სინატაშვილმა, ნათია მამრიკიშვილმა და ხათუნა ლანჩავამ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. ამ განსაკუთრებული თარღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დაწყებით კლასებში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი.
გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ. ამავე კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კითხვითი აქტივობა „გვიკითხავენ დიდები“.
პედაგოგებმა ბავშვებს წაუკითხეს იაკობ გოგებაშვილის - „საღმრთო ისტორია“. კვირეულიდან გამომდინარე ბავშვები ასევე სტუმრობდნენ გოგებაშვილის სახელობის ქუთაისის თოჯინების თეატრს.
იხილეთ ფოტოები: