მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
1-ელ ნოემბერს კი, რუსული ენის პედაგოგის - როზა იუზბაშევას ორგანიზებით, ჩატარდა შემოდგომის ზეიმი, სახელწოდებით - „ოქროსფერი შემოდგომა“.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ პედაგოგები და 1-ელი - მე- 8 კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს წელიწადის ამ მშვენიერი დროისადმი მიძღვნილი ნომრები: მხიარული ლექსები, სიმღერები, ცეკვები, გამოცანები, ვიქტორინა.
თითოეულ კლასს ჰქონდა გაშლილი საზეიმო სუფრა, რომელიც გაწყობილი იყო შემოდგომის ხილით.
„ძალიან ლამაზი სანახავი იყო ბარაქიანი შემოდგომის ფერადი ფრაგმენტი, რომელიც ალგეთის N3 საჯარო სკოლამ წარმოადგინა“, - ასე აფასებენ შემოდგომის ზეიმს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: