მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და გაუმჯობესებაზე აქტიურად ზრუნავენ. მოსწავლეებიც შემართებითა და ნიჭიერებით გამოირჩევიან.
მათ შორის არინ მე-12 კლასის მოსწავლეები - აიდან დარზიევა და თურქან დარზიევა, რომელთაც მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეებმა ცნობილი ადამიანების პორტრეტები დახატეს, მათ მიერ შესრულებულმა გრაფიკულმა ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ნამუშევრები საკლასო ოთახში გამოიფინა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების მხარდაჭერა - გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და იზრუნონ მის განვითარებაზე.
იხილეთ ფოტოები: