თელავის N5 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, II კლასში ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლის - დარეჯან დვალის ხელმძღვანელობით საინტერესო გაკვეთილი გაიმართა.
გაკვეთილის თემა - „ოქროსფერი შემოდგომა“, გახლდათ, რომელშიც მოსწავლეები დიდი შემართებით ჩაერთნენ, ისაუბრეს წელიწადის ამ დროზე და პედაგოგთან ერთად საინტერესო აქტივობები ჩაატარეს.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი ინფორმაციული, შემეცმებითი და შემოქმედებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: