ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებით აფასებენ პედაგოგებს, მათ შრომას და პატივს სცემენ ყველაზე ღირებული საქმის - განათლებული თაობების აღზრდის, ერთგულებისთვის.
ცხადია სკოლაში აღნიშვნის გარეშე ვერ ჩაივლიდა მასწავლებლის ეროვნული დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-8 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის სირუნ ლევანიანის ხელმძღვანელობით შესანიშნავი ღონისძიება მოაწყვეს.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, სხვადასხვა ენაზე მიულოცეს ეს დღე პედაგოგებს, შესანიშნავი ხალხური ცეკვებით და სიმღერებით დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: