ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ხელოვნების მასწავლებელი ლალი ცუხიშვილი ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაწყებითი კლასის დამრიგებლების დახმარებით, ღონისძიება მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.
ზეიმზე, ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება, აღტაცება დაიმსახურეს.
ღონისძიება ხალისიანად და საინტერესოდ წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: