„წიგნი თუ კომპიუტერი“ - ალათუმანის საჯარო სკოლაში ესეების კონკურსი ჩატარდა
05-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

4 ნოემბერს,  სკოლაში ჩატარდა კონკურსი სათაურით - „წიგნი თუ კომპიუტერი“. აღნიშნულ კონკურსში, სკოლის მე-11 კლასის სამი მოსწავლე მონაწილეობდა.

თითოეულმა მათგანმა იმუშავა და წარადგინა არგუმენტირებული ესე. მოსწავლეებმა ისაუბრეს კომპიუტერისა და წიგნის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მოიყვანეს შესაბამისი არგუმენტები, მაგალითები და საბოლოოდ შეაჯამეს თავიანთი ესეები.

გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები. 

1-ელი ადგილი დაიკავა გაიანე კურღინიანმა, მე-2 ადგილზე გავიდა ელენა მაკარიანი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა ნორიკ კარაპეტიანი. თითოეულ მათგანს გადაეცა სიგელები.

„მსგავსი სახის აქტივობები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს, ახალისებს სასწავლო პროცესს და საინტერესოსა და სახალისოს ხდის მას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კონკურსის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ალათუმანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი სოფიო ბერიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203