ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ოქტომბრის ბოლო კვირაში, სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
კვირეულში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების მოსწავლეები (დამრიგებლები: მ.ქაფიანიძე, მ.ჩილაშვილი).
მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მათ ასევე, სკოლაში, წარადგინეს ღონისძიება „იაკობი და მოსი მოთხრობები“, სადაც გააცოცხლეს მოთხრობის პერსონაჟები, როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად.
კვირეულის ბოლოს, შეჯამების სახით, მოსწავლეებმა ინდივიდუალურად იმუშავეს ტესტებზე, რომელიც ეხებოდა იაკობის ცხოვრებას და მოღვაწეობას.
იხილეთ ფოტოები: