სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლაში, საინტერესო სპორტული ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, დაწყებითი კლასების (I, II, III და IV) მოსწავლეთა გუნდების მონაწილეობით შიდასასკოლო სპორტული აქტივობა „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
„მხიარული სტარტები“ სკოლაში, სპორტის პედაგოგებისა და აღნიშნული კლასების დამრიგებლების ჩართულობით განხორციელდა.
„სპორტულმა აქტივობამ ჟრიამულით ჩაიარა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეჯიბრებაში პაექრობდა ოთხი გუნდი. აღნიშნულ გუნდებს მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები გულშემატკივრობდნენ.
თამაშში გამოვლინდა პირველ ადგილზე გასული 2 გუნდი:
გუნდი „არქეოპოლისი“ - I და II კლასი;
გუნდი „ნოქალაქევი“ - III და IV კლასი;
სასკოლო აქტივობაში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც მონაწილეობდნენ. გამოვლინდა გამარჯვებული III და IV კლასების მშობელთა გუნდი.
ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორმა - ნანა ჯგერენაიამ, გუნდებს პირველი ადგილის მოპოვებისა და ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები გადასცა და უსურვა შემდგომი წარმატებები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: