თელავის N5 სკოლის მე-5 კლასელთა პირველი წარმატება პროგრამირებაში
05-11-2024

თელავის N5 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებასა და მათემატიკური უნარების განვითარებას. 

ახლახან, V კლასში განხორციელდა სასწავლო-კვლევითი პროექტი „კოდირების საათი ღრუბლებში“. პროექტის ძირითადი მიზანი იყო - ალგორითმული აზროვნების ჩამოყალიბება, ტრანსფერი ბლოკურ პროგრამირებაში.

სასწავლო პროექტი მოიცავდა თემატურად დალაგებულ მეცადინეობებს, რომლებიც თავის მხრივ ფარავდა პრაქტიკულ დავალებებს, ტესტებს, შემოქმედებით დავალებებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ღრუბლოვან სივრცეში ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარეს ალგორითმების აგების ზოგჯერ მარტივი და ზოგჯერ რთული დავალებები. მაგრამ მუშაობდნენ მტკიცედ, შეუფერხებლად. ისინი მიზანდასახულად მიდიოდნენ შედეგების მისაღწევად. გაიარეს პროექტის ყველა ეტაპი. მოსწავლეთა პროგრესზე დაკვირვებამ დაადასტურა მოსწავლეთა მზაობა კოდირების შესწავლისას სწავლების დაწყებით საფეხურზე.

პროექტის დასასრულს, 2024 წლის 4 ნოემბერს,  გაიმართა მოსწავლეთა შედეგების ფინალური პრეზენტაცია ღრუბლოვან სივრცეში. მოსწავლეები აღწერდნენ დავალების შესრულების ალგორითმს. მსჯელობდენ, რა გაუჭირდათ და რა გაუადვილდათ. როგორ დაეხმარათ ციკლი ალგორითმის შესრულებაში. როგორ ახდენდნენ ალგორითმის ოპტიმიზაციას. როგორ მოახდინეს ალგორითმის ტრანსფერი ბლოკური პროგრამირების ენაზე.

სასწავლო-კვლევითი პროექტის დახურვას ესწრებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ნათია თათულიშვილი, კლასის ხელმძღვანელი ინგა ბიძინაშვილი, რომლებმაც მოსწავლეებს უსურვეს წარმატებები კომპიუტერულ სამყაროში და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელთან ერთად საზეიმოდ გადასცეს  მინიჭებული სერტიფიკატები.

სასწავლო კვლევითი პროექტი სკოლის ადმინისტრაციის და მოსწავლეთა მხრიდან შეფასდა დადებითად.

ეს გახლდათ, მეხუთე კლასის მოსწავლეების პირველი ონლაინ წარმატება ბლოკურ პროგრამირებაში. 

აღსანიშნავია, რომ მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი მარიამ ზაქარიაშვილი გახლდათ 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203