„საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ - ვანთის საჯარო სკოლაში ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობას საინტერესო პროექტი მიეძღვნა 
05-11-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ახლახან, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მაია კირვალიძემ მე-9 კლაში განახორციელა პროექტი - „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო, მომავალ თაობას ახსოვდეს ქვეყნის ისტორია და პატივი მიაგონ ღირსეულ ქართველებს, მათ თავდადებას ეროვნული ღირებულებების დაცვის საქმეში.

მოსწავლეები გაეცნენ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას, ნახეს ფილმი - „ექვთიმე ღვთისკაცი“, ასევე, დაიგეგმა ექსკურსია, რათა მოენახულებინათ ის ეროვნული განძი, რომლის დაცვასაც „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესმა“ თავისი ცხოვრება მიუძღვნა.

მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული მუზეუმი, ოქროს ფონდი, ეროვნული გალერეა და მთაწმინდის პანთეონი, სადაც პატივი მიაგეს დიდი ქართველის - ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203