კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებს ეცნობიან, სწავლობენ ახალს და შეიმეცნებენ ბევრს.
31 ოქტომბრის ღამეს კათოლიკურ სამყაროში ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავენ. სწორედ ამ დღის იტორიისა და ტრადიციების გაცნობასა და სასწავლო პროცესის გახალისება-გამრავალფეროვნებას ემსახურებოდა კოსტიუმირებული ღონისძიება, სადაც მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა ჰელოუინის დღესასწაული აღნიშნეს.
ღონისძიებაზე მათ წარმოადგინეს სხვადასხვა სახის ნომრები, მათ შორის შეასრულეს სიმღერები, საცეკვაო ნომრები და წაიკითხეს ლექსები.
მოსწალეებისთვის ღონისძიება მეტად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: