საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „დედამიწის ქომაგები“.
ამ სასწავლო წლის შეხვედრები ეკოკლუბმა ნოემბრიდან დაიწყო.
პირველ შეხვედრაზე კლუბის წევრებს ხელმძღვანელმა გააცნო სამომავლო მიზნები და შესაძლებლობები.
კლუბის შეხვედრაზე ეკოკლუბელებმა გაიხსენეს წინა წლის საინტერესო და დასამახსოვრებელი აქტივობები.
კლუბის წევრმა - ნიკოლოზ გასვიანმა თანაგუნდელებს წარუდგინა სოციალური ქსელის გვერდი და კლუბის საიტი. ასევე ქრისტი კობახიძემ შექმნა კლუბის ლოგოს ციფრული ვერსია.
შეხვედრაზე წევრებმა წარმოადგინეს იდები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, მომავალ შეხვედრაზე კი კლუბს უკვე მზად ექნება სასწავლო წლის სამუშაო მიმართულება.
„საინტერესო დღეები იწყება ჩვენთან!“ - აღნიშნავენ ეკოკლუბელები და მუშაობას დიდი შემართებით იწყებენ.
იხილეთ ფოტოები: