ღრელის საჯარო სკოლაში, ხელების დაბანის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა
05-11-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების ჰიგიენის დაცვის წესებს ასწავლიან და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

სკოლაში ხელების დაბანის მსოფლიო დღეს შემეცნებითი აქტივობა მიეძღვნა. 

18 ოქტომბერს, სკოლის ექთანმა ნანული ინასარიძემ პატარებს შეახსენა, რომ ეს დღე 2008 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

ექთანი მოსწავლეებს ესაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის ხელების წყლითა და საპნით დაბანა.

შეხვედრა მეტად სახალისო რომ ყოფილიყო პატარებმა ფურცლებზე გააფერადეს მიკრობები და ბაქტერიები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203