საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ თემატურ აქტივობაში ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეთა გუნდები junior master league ქვემო ქართლის თასის გათამაშებაში მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და წარმატებას მიაღწიეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ახლადშექმნილი გუნდის U9-ის მოთამაშეებმა junior master league ქვემო ქართლის თასზე მესამე, ხოლო U11-ის მოთამაშეებმა მეხუთე ადგილი დაიკავეს.
საურადღებოა, რომ ისინი ვარჯიშს მონდომებით აგრძელებენ.