ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სასკოლო ცხოვრება თავგადასავლებითაა სავსე.
საგაკვეთილო პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა პირველკლასელებისთვის, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ შეაბიჯეს ცოდნის ტაძარში.
ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეები საზეიმოდ შეეგებნენ ანბანს და შემართებით დაიწყეს ქართული ანბანის სწავლა.
პედაგოგმა - მანანა ზაზაძემ მრავალფეროვანი აქტივობის გამოყენებით შეასწავლა პირველკლასელებს „აი ია“.
„მრავალ წარმატებას ვუსურვებთ მათ „ანბანეთში“, - აღნიშნეს სკოლაში და პირველკლასელებს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში წარმატებული „მოგზაურობა“ უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: