საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია სახალისო და მრავლფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებისა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.
შემოდგომის მიწურულს, მე-6ა კლასში გემრიელი აქტივობა ჩატარდა.
„სახელდახელოდ შებრაწულ გოგრას არაფერი სჯობს!“, - ასე დიდი სიყვარულით, მეექვსეკლასელებმა და მთავარმა მასპინძელმა, დამრიგებელმა ნანა სხირტლაძემ სასკოლო საზოგადოებას გულიანად უმასპინძლეს.
„გემრიელი აქტივობა და კმაყოფილი სასკოლო საზოგადოება!“, - სწორედ ასე შეაფასეს სკოლაში ინიციატივა და დღე, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.