საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში წარმატებით მუშაობს ქართული ხალხური სიმღერის გუნდი, რომლის წევრებიც დიდი მონდომებით ეუფლებიან მუსიკალურ ხელოვნებასა და ფოლკლორულ ტრადიციებს, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. გუნდის ხელმძღვანელი მარიამ ფოჩხიძე გახლავთ.
ახლახან, გუნდი ფესტივალ-კონკურსში - „შემოდგომის თბილისი 2024!“ მონაწილეობდა.
კონკურსზე გუნდი წამატებით წარდგა და დამსახურებული დიპლომითაც დაჯილდოვდა.
„ჩვენი სკოლის ქართული-ხალხური სიმღერის გუნდი გვახარებს თავისი წარმატებებით“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.