კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძოებაში ახალისებენ, საგნობრივ განათლებასთან ერთად კი ბავშვების ინტელექტუალური და ანალიზიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ.
21 და 22 ოქტომბერს, აღაიანის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის- „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. ინტელექტუალური შერკინება სამ ასაკობრივ კატეგორიაში წარიმართა.
გუნდებს შორის სამივე კატეგორიაში გამოვლინდა თითო გამარჯვებული.
I კატეგორიაში დაწინაურდა გუნდი „კაპიტანი საქართველო“;
II კატეგორიაში გამარჯვებულია გუნდი - „ტვინიკოსები“;
III კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა - „მატარებელი“.
გუნდები 10 ნოემბერს ქალაქ კასპში საქალაქო პირველობაზე იასპარეზებენ.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და მადლობას უხდიან სკოლის ხელმძღვანელსა და ყველა, იმ პეაგოგს ვისაც თამაშის წარმატებით წარმართვაში მიუძღვის წვლილი.
„მადლობა სკოლის დირექტორს ქალბატონ მარინა ქაწაშვილს ხელშეწყობისთვის, თამაშის კოორდინატორს - ქეთინო მიქაძეს თამაშის წარმართვისა და ორგანიზებისთვის, დამხმარე პედაგოგებს, ჟიურის წევრებს - მაია გადიშვილს, ლალი ასლანიშვილს, საბა ჩიტაშვილს,რენია კუხტას, ,ჩვენს „მერცხლებს“ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს პასუხების ფურცლების დროულად აკრეფისთვის. წარმატებები ჩვენს ყოჩაღებს, შევხვდებით საქალაქო პირველობაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზე გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: