მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მამოტივირებელი და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა ცოდნა ბუნებისმეტყველებაში გაიღრმავეს. მათ საინტერესო აქტივობაზე იმუშავეს და სოკოებს დააკვირნენ. მეოთხეკლასელებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, მნიშვნელოვანი ცნობები გაიგეს და გარემოსთან კავშირი დაამყარეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობის მიზანი - სოკოს აგებულებისა და გამრავლების წესის შესწავლა, წარმატებით მიიღწა.
იხილეთ ვიდეო: