საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. მასში სამივე საფეხურის მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაში ძალიან საინტერესო და ემოციური იყო. შედეგად კი, გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც ასპარეზობას მუნიციპალურ ტურში გააგრძელებენ.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობით ხარობენ და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: