მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება.
მათ შორის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად, დაწყებითი კლასის კათედრამ იაკობ გოგებაშვილის კვირეული ჩაატარა.
კვირეულის ფარგლებში, კათედრის წევრებმა მრავალფეროვანი აქტივობები გამართეს. მოეწყო კალიგრაფიისა და მხატრული კითხვის კონკურსები, მოძრავი ბიბლიოთეკით წაკითხული ტექსტების პრეზენტაცია. გარდა ამისა, მოსწავლეებმა კედლის გაზეთი, პოსტერი და დიორამები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ პირველი კლასის მოსწავლეებმა სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.
კვირეულის ბოლოს, კათედრამ დიდ მოღვაწეს ერთობლივი ღონისძიება მიუძღვნა, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და როლური თამაშები თუ სპექტაკლები გამართეს. კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს კი, სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: