ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები - ანანო ჯაში, სერგი მეგრელიძე, თინათინ კუტუბიძე და ანასტასია კობიძემ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის“ორგანიზებულ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსში - „გზავნილი მასწავლებელს, ანუ ის რაც ხმამაღლა მინდოდა მეთქვა....“ მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ და სათქმელი ფურცლებზე გადაიტანეს. შემდეგ, ესეების პრეზენტაცია გაიმართა, ხოლო შეხვედრა მოსწავლეთა დაჯილდოებით დასრულდა.
„გილოცავთ ბავშვებო, კვლავ წარმატებებს გისურვებთ“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.
იხილეთ ფოტოები: