გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღინიშნა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ესთეტიკის კათედრამ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებზე შექმნილი ილუსტრაციების, მაკეტების, დიორამების, ნახატებისა და ხელნაწერი წიგნების გამოფენა მოაწყო.
მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები დიდი პასუხისმგებლობით წარადგინეს და სამშობლოს წინაშე იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ვრცლად ისაუბრეს.
სკოლაში ხელოვნების მასწავლებლებს - ნათია თევდორაშვილსა და მარიამ კასრაძეს მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: