ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასწავლებლები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ახლახან, შემოდგომის მშვენიერ, ათასგვარი ფერით აჭრელებულ, მზიან დღეს მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახლ-მიზეუმს ესტუმრნენ. ექსკურსიას პედაგოგები ლალი მინდიაშვილი და თამარ გორგაძე ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეები დიდი მწერლის ბიოგრაფიას გაეცნენ და მწერლის პირადი ნივთები და საცხოვრებელი კარ-მიდამო საკუთარი თვალით იხილეს.
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის მონახულების შემდეგ, ბავშვები უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს ესტუმრნენ. მათ დღე სასოამოვნოდ გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
„უფლისციხეში მოსწავლეები გააოცა კლდეში ნაკვეთმა ქალაქმა, ისინი დიდი ინტერესით ისმენდნენ ლეგენდებსა და ისტორიებს უძველესი ქალაქის შესახებ.
დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა. მოსწავლეებმა დიდებული მწერლისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულის შესახებ დიდი ინფორმაცია მიიღეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: