„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და პატივისცემააა“ - მაია მესხია, წალენჯიხის N6 სკოლის დირექტორი
05-11-2024

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მესხია თავის საქმესა და პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა, სკოლაში ჰარმონიულ გარემოს, ჯანსაღ ურთიერთობებს უზურნველყოფს. სიყვარულისა და პატივისცემის გარეშე კი მისთვის მოსწავლე-მასწავლებელთა ურთიერთობა წარმოუდგენელია.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის ხელმძღვანელი  მაია მესხია პასუხობს.

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- სასკოლო საზოგადოებათა შორის ჰარმონიულ, ჯანსაღ დამოკიდებულებას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- სიყვარული და პატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- მათ უყვართ ერთმანეთი.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თანამშრომლობას, გუნდურობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- სასკოლო ცხოვრება.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ჩემი საყვარელი „დათა თუთაშხია“

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- სასკოლო თუ რაიონული ვიქტორინები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203