ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან.
მათ შორის, ისინი ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლაში“ მონაწილეობდნენ, სადაც შესაძლებლობები გამოავლინეს და წარმატებით იასპარეზეს.
აღსანიშნავია, რომ U5 კატეგორიაში 10 გუნდი მონაწილეობდა, გამარჯვებული კი, პედაგოგ მაია მაჩაიძის სადამრიგებლო IVა კლასის გუნდი - „გონების არქიტექტორები“ გახდა.
U8 კატეგორიაში 7-მა გუნდმა იასპარეზა, გამარჯვებული მარეხ ბოჭორიშვილის სადამრიგებლო VIIIბ კლასის გუნდი „პირველები“ გახდა. U12 კატეგორიაში კი, 4 გუნდიდან პირველობა მაკა კუპატაძის სადამრიგებლო IXბ კლასის გუნდმა „ვარსკვლავებმა“ დაიმსახურა.
სკოლაში გუნდებს საქალაქო კონკურსზე წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: