დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ არჩემაშვილმა ინგლისურენოვან ესეების კონკურსში გაიმარჯვა
13-06-2018
2018 წლის აპრილში ამერიკის საელჩომ ინგლისურენოვანი ესეების კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავმა გოგონამ მიიღო, მათ შორის, დაბა თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ არჩემაშვილმა.

მარიამი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო 55 აპლიკანტს შორის მოხვდა და აგვისტოში მონაწილეობას მიიღებს ინგლისურენოვან “STEAM” ბანაკში, უცხოელ მოსწავლეებთან ერთად.

გოგონების ბანაკი -„ქალები მეცნიერებაში“, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის გლობალური პარტნიორობის ოფისის მნიშვნელოვანი წამოწყებაა. ბანაკი იმართება ყოველწლიურად და 100-მდე მონაწილეს-სკოლის ასაკის გოგონებს კრებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა რეგიონიდან. 

ბანაკის ხანგრძლივობა დაახლოებით 2.5 კვირაა და მისი მიზანია მეცნიერებით, ტექნოლოგიებით, ინჟინერიით, ხელოვნებითა და მათემატიკით დაინტერესებული, ლიდერული უნარ-ჩვევების მქონე გოგონები შემოიკრიბოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203