ზინობიანის საჯარო სკოლის პირველკლასელთა პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა 
05-11-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

მათ „ანბანეთში“ მასწავლებელი მანანა ზანდარაშვილი შეუძღვა, რომელმაც მოსწავლეებს მრავალფეროვანი, სახალისო აქტივობების გამოყენებით, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი დღე აჩუქა. 

პედაგოგმა კლასში საზეიმო პირველი საანბანო გაკვეთილი - „აი ია“ ჩაატარა. მოსწავლეები კი, ანბანს გაბრწყინებული თვალებით შეეგებნენ. ისინი პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, დაწერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ მათ წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს, მასწავლებლის შექება დაიმსახურეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203