ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, პედაგოგ თინა ნაზრიშვილის სადამრიგებლო VIIIა კლასის მოსწავლეებმა პროექტები - „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა და მათი ისტორიული მნიშვნელობა“ გამართეს. მათ ნამუშევრები „ჯეოსელის“ „მომავლის კლასში“ საინტერესოდ და წარმატებით წარადგინეს.
სკოლაში მოსწავლეებს - ბექა ბაბლომაშვილს, რატი სურამლიშვილს, ნინო ლაფაჩიშვილს, ნინი მოლაშვილს, ლიზი მოლაშვილს, ლიზი სურამლიშვილს, ლუკა მათიკაშვილს, დათი კობახიძეს, ელენე ხარებაშვილს და დემეტრე კეკენაძეს მადლობას უხდიან და წარმატებას უსურვებენ.
„მადლობა მათ დაინტერესებისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის. განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექციას, მხარდაჭერისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: