საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია.
სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. სკოლის დირექციამ პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა და წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა და ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვა.
მასწავლებლის დღეს გილოცავთ ძვირფასო კოლეგებო. გისურვებთ წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში, თქვენი აღზრდილი წარმატებული თაობებით გეამაყოთ.
„კვალს რომ დატოვებს სულში, გრძნობებში, ცოდნასთან ერთად გაძლევს მხნეობას,თუ ძლიერია მასწავლებელი მთელი სიცოცხლე გემახსოვრება!!“- ამ სიტყვებით მიულოცეს პედაგოგებს სკოლაში მათი დღესასწაული და წარმატებული პროფესიული საქმიანობას უსურვებენ.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.