მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა იმართება.
ახლახან, სკოლაში, გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ სასკოლო ტური წარმატებით ჩატარდა, რომელსაც მასწავლებლები: ლანა ჯგერენაია და ქეთინო რუხაია ხელმძღვანელობდნენ.
თამაშში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.
„მასწავლებლების: ლანა ჯგერენაიას და ქეთინო რუხაიას ხელმძღვანელობით საინტერესო შეჯიბრი შედგა.
წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს მეორე ტურში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებებს მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: