ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი, მათ მრავალფმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებით.
მათ, შორის აღსანიშნავია, მე-2 კლასის მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა პირველკლასელებისთვის სასწავლო რესურსი დაამზადეს.
რესურსი პირველკლასელებს მათემატიკის შესწავლას გაუადვილებს. პირველკლასელებმა კი მისი დამზადებისას განვლილი მასალა გადაიმეორეს და ცოდნა განიმტკიცეს.
აწყურის საჯარო სკოლაში შემქნილია მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემო, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და შემართებაზე აისახება.
იხილეთ ფოტოები: