საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი განათლების ამაღლებას, ისე მოსწავლეთა ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოსწავლეთა ჩართულო არაფორმალური განათლების პროექტებში კი წახალისებულია.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
თამაში საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლაში მოსწავლეთა შემართება ახარებთ და მათ შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: