უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შთამბეჭდავი ინიციატივებითაა აღსავსე.
ამჯერად, ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველი ბერძნების მსგავსად ოლიმპიური თამაშების მასპინძლის როლი მოირგეს - მასშტაბური ღონისძიების ინსცენირება დაუვიწყარი აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოებისთვის.
უძველესი ტრადიციის გაცოცხლება, მოსწავლეები ძველი ბერძნების ამპლუაში, საზეიმოდ გამოწყობილი ოლიმპიელები და მრგვალ მოედნს გარშემორტყმული ახალგაზრდები, რომლებსაც ოლიმპიური ალამი ჰქონდათ მოხვეული.
„მაგარი“ დღე იყო ნამდვილი ოლიმპიური, გუგუნობდა საგვარჯილე, ძევრულას ხეობა ბრავო და მილიონი მადლობა მანუჩარ რობაქიძეს, გიორგი ბარათაშვილს, რევაზ რობაქიძესა და მაკა ასათიანს. საქართველო. ევროპა“, - ასე აფასებენ დაუვიწყარ დღეს სკოლაში და განსაკუთრებულ მადლობას, სკოლის ხელმძღვანელს მანუჩარ ფანჩულიძეს უხდიან.
იხილეთ ვიდეო: