ჩიხის საჯარო სკოლის მე-10 კლასელები ჯრუჭის მონასტერს სტუმრობდნენ
06-11-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა. 

ახლახან, სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში. ჩიხის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფიო ჭიღლაძესთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად გასვლითი აქტივობით ჯრუჭის მონასტერს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა XI საუკუნის ქართული მონასტერი დიდი ინტერესით დაათვალიერეს და ბევრი ახალი შეიმეცნეს. 

მე-10 კლასელები ექსკურსიითან ახალი ცოდნითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

„კიდევ ბევრ საინტერესო და ნაყოფიერ დღეებს ვუსურვებთ მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს არაერთ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203