„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს“- აღმამედლოს საჯარო სკოლის მასწავლებელი სევილ გარიბოვა
06-11-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლის მასწავლებელი სევილ გარიბოვა პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა აზრი, სწორედ ამიტომ, პედაგოგი მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს. მასწავლებელი მიიჩნევს, რომ პატივისცემისა და ურთიერთგაგების გარეშე არც მოსწავლეებთან და არც კოლეგებთან გამოვა ურთიერთობა, რის გამოც ყოველთვის კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს თითოეულ მათგანთან.

გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს აღმამედლოს საჯარო სკოლის პედაგოგ სევილ გარიბოვასთან:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მასწავლებლისა და მოსწავლის როლი. მასწავლებელი უნდა იყოს როგორც მწვრთნელი. 

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- არიან ძალიან აქტიური და ცნობისმოყვარე მოსწავლეები. 

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თანამშრომლობას და ურთიერთპატივისცემას. 

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- უფრო მეტი ცოდნა მიიღონ ჩემმა მოსწავლეებმა და მივაღწიო ეფექტურ შედეგს. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- სხვადასხვა პროექტზე მუშაობა. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203