ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა „მოგზაურობა“ პრეისტორიულ ხანაში
06-11-2024

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიო ისტორიას საინტერესო მეთოდით სწავლობენ, ბავშვები კაცობრიობის ისტორიას ეპოქებში „მოგზაურობით“ ეცნობიან. 

ამჯერად, მოსწავლეები პრეისტორიულ ხანაში დაბრუნდნენ, „პალეოლითელი ტომი“ შექმნეს და უძველეს ხალხთა ცხოვრების შთამბეჭდავი ინსცენირება მოაწყვეს. 

მოსწავლეთა „პალეოლითელი ტომი“, ბოლომდე შევიდა როლში და დიდი ცერემონიალით ცეცხლი დაანთო. 

მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა გაცნობოდნენ საუკუნეებით წინანდელ ცივილიზაციას, ქვის ხანის ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას და სულ რამდენიმე წუთით, პალეოლითელი ხალხის როლში ყოფნაც.

„აცივდა და საგვარჯილეში ძევრის პალეოლითელმა ტომმა ცეცხლი დაანთო. საგვარჯილე ჩვენ ერამდე  „22 024 წელი“, ძევრის სკოლის კოსტუმირებული მოდელირება ოლიმპიზმის დღეზე... მადლობა ქრისტინე გიორგაძესა და ლილე ფანჩულიძეს“, - ასე აფასებენ სკოლაში დღეს. 

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203