ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემა საინტერესო პრაქტიკული აქტივობით განიმტკიცეს  
05-11-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ამის ნათელი მაგალითია, მე-4 კლასელთა ბუნების გაკვეთილი თემაზე - „დაჯგუფება“, რომელიც მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს, რომ დიდ სუპერმარკეტებში და აფთიაქებში უამრავი პროდუქცია სხვადასხვა ნიშნის მიხედვითაა დაჯგუფებული. მათ შეუძლიათ აირჩიონ ის განყოფილება, სადაც მათთვის სასურველი პროდუქტების მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი.

როგორ მოსწავლეთა პედაგოგი გვიყვება, კლასი ოთხ ჯგუფად დაყო და მოცემული თემის განმტკიცების მიზნით, მოსწავლებთან ერთად სუპერმარკეტებსა და აფთიაქს ესტუმრა. 

მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ყურადღებით აკვირდებოდნენ, ათვალიერებდნენ რა ნიშნის მიხედვით იყო განაწილებული პროდუქცია. თითოეულ განყოფილებაში რისი შეძენა შეეძლოთ და აკეთებდნენ  ჩანაწერებს.

გაკვეთილზე კი დააჯგუფეს კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები, გაანალიზეს და პრეზენტაციაზე მარტივი სქემის სახით წარმოადგინეს.

ბოლოს ჯგუფებმა ერთმანეთს შეადარეს დაკვირვების შედეგები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203