უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები პარამკლავჭიდელ ვახტანგ ახობაძეს შეხვდნენ.
პარამკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონი, ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეების გამართულ, ოლიმპიური თამაშების ინსცენირებას დაესწრო და მოსწავლეების შთამბეჭდავი დღესასწაული, მეტად დაუვიწყარი გახადა.
მოსწავლეების მოწყობილი „ძველ საბერძნეთი“ და ოლიმპოიური თამაშები ნამდვილ ღონისძიებას დაემსგავსა, როცა ახალგაზრდებმა ნამდვილ ოლიმპიელს უმასპინძლეს.
მსოფლიო ჩემპიონმა სადღესასწაულოდ გამოწყობი მოსწავლეებს ე.წ ძველ ბერძნებსა და ოლიმპიელებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
„ჩვენ და ჩემპიონი“, - ასე დაასათაურეს სკოლაში, შეხვედრა ვახტანგ ახობაძესთან, ჩემპიონთან, რომელმაც საქართველო მსოფლიო ასპარესზე ღირსეულად წარადგინა და ჩვენი ქვეყნის დროშა მასშტაბურ ღონისძიებაზე ააფრიალა.
იხილეთ ფოტოები: