აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ბოკუჩავა განათლებული თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს წარმატებით ემსახურება. სწორედ თბილი, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების მეშვეობით ახერხებს სკოლის ღირსეულად და ეფექტურად მართვას. ის, დიდ ყურადღებას აქცევს მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს, ბავშვებს სთავაზობს ისეთ სასწავლო პროცესს, რომელშიც თითოეული მათგანი აქტიურად ჩაერთვება.
გთავაზობთ სკოლის ხელმძღვანელის - ინეზა ბოკუჩავას ბლიც-ინტერვიუს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- უსაფრთხო, ნდობით აღსავსე გარემოს, სადაც მუდამ მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- თბილი ურთიერთობა, კეთილგანწყობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ყველა მათგანი უნიკალურია.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- გუნდურ მუშაობას და ყველა რგოლის ჩართულობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მიზანი შევცვალო რაღაც ახალგაზრდების ცხოვრებაში.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.