განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებით განსაზღვრლია თუ რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ საკოორდინაციო საბჭოს წევრებს. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნები განსხვავებულია სამუსაო ტიპის შესაბამისად.
საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომელიც დანიშნულია: საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ზოგადი განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ)ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით/პროცესებში მონაწილეობით ან/და მიღებული განათლებით