ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლაში, ახალ სასწავლო წელს მოსწავლეთათვის საზეიმო დახვედრა მოეწყო. სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად მოეწყო, რამაც ბავშვების მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
პედაგოგები და დირექცია მოსწავლეებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ და მათ წარმატებული, ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
ეს დღე დასამახსოვრებელი და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: