ტოლოშის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე 
06-11-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია კი ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

ახლახან, ტოლოშის საჯარო სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თამბაქოს, ნარკოტიკების და სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარება/ გამოყენების შესახებ.  

შეხვედრა წარიმართა სკოლის პედაგოგების - თამაზ იველაშვილის და ელდარ ზაზაძის აქტივობით. ასევე შეხვედრაზე ისაუბრა სკოლის ექთანმა - მარიამ მაღრაძემ და სხვა დამსწრე პედაგოგებმა. 

მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება და მოსაზრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ბავშვებმა იმსჯელეს, ისუბრეს, დასვეს კითხვები, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება, გააკეთეს დასკვნები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ყველა ერთხმად შეჯერდა და დაასკვნა, რომ თამბაქოსა  და ნარკოტიკის გამოყენება მავნებელია ნებისმიერ ასაკში ნებისმიერი ადამიანისთვის. 

„მადლობა პედაგოგებს და მოსწავლეებს ნაყოფიერი შეხვედრისთვის. დღევანდელი დღე იქნება სტარტი ახალი სასწავლო წელი ნაყოფიერი და წარმატებული იყოს სასკოლო საზოგადოებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203