სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სპორტული აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა, რომლის ფარგლებში არაერთი აქტივობა ჩატარდა.
მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: