ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა სპორტული აქტივობა იმართება, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ გაიმართა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობას სპორტის პედაგოგი მინდია შერაზადიშვილი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: