„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა და ურთიერთპატივისცემა“-დარეჯან კვაშილავა, ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლა დირექტორი
06-11-2024

დარეჯან კვაშილავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ნდობა და ურთიერთპატივისცემა. უყვარს თავისი საქმე და ბავშვები, ამ თვისებით კი ერთგულად დგას განათლების სადარაჯოზე და ზრუნავს განათლებული თაობების აღზრდაზე. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან კვაშილავა პასუხობს. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს..

- შევქმნათ უსაფრთხო გარემო, იყვნენ მეგობრული, მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს პოზიტიურ განწყობაზე.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა და ურთიერთპატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- დარწმუნებული ვარ მოდის ისეთი თაობა, რომელიც შექმნიან ქვეყნის ნათელ მომავალს. 

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- როცა სასკოლო  საზოგადოების ყველა რგოლი ჩართული არის სასკოლო ცხოვრებაში.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მოსწავლეებთან  მქონდეს თბილი და მეგობრული ურთიორთობა, რაც მაძლევს სტიმულს ვიყო უფრო ძლიერი.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ნაწარმოებები, რომლებიც წარმოდგენას შეუქმნის საქართველოს წარსულზე და  სიყვარულს ჩაუნერგავს.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ლიტერატურული საღამოები, შემოქმედებითი და გასვლითი ღინისძიებები. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203