„მოსწავლემ მასწავლებელში უნდა შეიცნოს მეგობარი, რომელიც გაუკვლევს გზას უკეთესი ცხოვრებისკენ“ - ილარიონ ლაბაძე, რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი
06-11-2024

ილარიონ ლაბაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია შექმნას წინსვლაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეც და პოედაგოგიც სკოლის წარმატებაზე იზრუნებს და მუდმივად განვითარების ამბიცია ექნება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი ილარიონ ლაბაძე პასუხობს. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- გარემოს, სადაც ყოველგვარი პირობაა შექმნილი სრულფასოვანი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის, სასკოლო საზოგადოების ყოველი წევრი დაცულია, ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ერთად ზრუნავენ სკოლის წარმატებისათვის.

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთთანამშრომლობა და პატივისცემა. მოსწავლემ იგრძნოს მასწავლებლის სახით მეგობარი, რომელიც მას გაუკვლევს გზას უკეთესი ცხოვრების ასპარეზზე, მასწავლებელმა კი მოსწავლე მიიღოს, როგორც საკუთარი შვილი, იზრუნოს მისი წინსვლის, განვითარების და წარმატებისათვის.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ისინი თავიანთი აქტიურობით ცდილობენ მიიღონ სასურველი განათლება, იცავენ ტრადიციებს, უყვართ თავიანთი ქვეყანა და იზრდებიან ღირსეულ ადამიანებად.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ურთიერთთანამშრომლობას სასკოლო საზოგადოების თითოეულ ჯგუფს შორის, ერთობლივ ზრუნვას სკოლის წარმატებისათვის და წარმოჩინებისათვის.

-  ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- უკეთესი მომავლის რწმენა და იმედი, რომ გავზრდი ისეთ თაობას, რომლებიც ღირსეულად დაიცავენ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟსა და ინტერესებს.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ნებისმიერი ნაწარმოები, ოღონდ წაიკითხონ და გაიაზრონ ყოველივე ის, რასაც თითოეული ავტორი თავისებური ხერხებით აწვდის მკითხველს და ზოგადად საზოგადოებას. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ჩემი მოსწავლეობის პერიოდში იმართებოდა ხოლმე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, განსაკუთრებით მიყვარდა საახალწლო ღონისძიებები და აქტივობები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203