ბეკამის საჯარო სკოლაში შიდა და სამოდელო გაკვეთილები აქტიურად ტარდება
13-06-2018
ბეკამის საჯარო სკოლაში შიდა და სამოდელო გაკვეთილები აქტიურად ტარდება. ისტორიის მასწავლებელმა ქეთევან კაკიაშვილმა VI კლასში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თამა იყო - ქართული ეროვნული სამოსი.
სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა IX კლასშიც. გაკვეთილის თემა იყო - ინოვაციები სოფლის მეურნეობაში. სასწავლო პროცესს გეოგრაფიის მასწავლებელი ნინო მანანაძე ხელმძღვანელობდა.
დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ლალი კოპაძემ კი IV კლასში თემაზე - „განთავისუფლება“ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა, შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილებს სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომელთაც სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასეს. იხილეთ ფოტოები