მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საზეიმოდ აღინიშნა.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე. დამსწრე საზოგადოებამ ნახა მცირე ვიდეოკოლაჟი ამაგდარი მასწავლებლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
„დიდი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელია საქართველოში. ის დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისთვის. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში“, - აღინიშნა სკოლაში.
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის) პედაგოგები: ელენა მამულიანი და რუზანა კარაპეტიანი.
აღსანიშნავია, რომ 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: